მაროკოს ცენტრალურ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 296 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. მათივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა.
სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა ქალაქი მარაკეში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.