მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 672 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.


The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.