მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრას 2 012-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტად მიმდინარეობს.

მეფე მუჰამედ VI-მ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


8 სექტემბერს მაროკოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.