ბუდანოვი: ეს არის პირველი ომი, სადაც ყველა სახის იარაღია გამოყენებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ყველა სახის იარაღია გამოყენებული. ამის შესახებ ბუდანოვმა იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

ამავე გამოსვლაში მან ასევე მიუთითა უკრაინის „წარმატებულ ტაქტიკაზე.“

„კრეატიულობისა და მოქნილობის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავ დავამარცხეთ რუსეთი. პუტინის რეჟიმი აღარ არის ისეთი ძლიერი. თუმცა ისინი ადაპტირდებიან. მათ ააშენეს ერთზე მეტი თავდაცვის ხაზი, მაგრამ ჩვენი წინსვლა გრძელდება,“ - განაცხადა ბუდანოვმა.