უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა რთულია, მაგრამ მიღწეული პროგრესი იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ის მიმდინარეობს, შთამბეჭდავია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
„ეს კონტრშეტევა იყო კილომეტრობით, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მიღწეული პროგრესით, განსაკუთრებით სამხრეთში,“ - განაცხადა ნულანდმა.
მისი თქმით, მოსკოვმა თვეების განმავლობაში ააშენა ძლიერი თავდაცვითი ხაზი უკრაინის სამხრეთით, დროებით ოკუპირებულ მხარეში.
„ჩვენ ვცდილობთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან, მივაწოდოთ აღჭურვილობა მექანიზებული განაღმვისთვის, შორი მოქმედების არტილერია და სხვა იარაღები,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეტევითი ოპერაციების დაჩქარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს უკრაინა ძლიერ იარაღს.