უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს სოფელ ოპიტნეს ნაწილი, რომელიც ავდიივკასა და ოკუპირებულ დონეცკს შორის მდებარეობს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს. „ოპიტნის რაიონში წინსვლა იყო, თავდაცვის ძალებმა დასახლების ნაწილი აიღეს,“ - ამბობს მალიარი.
მალიარის თქმით, უკრაინა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სამხრეთ ფრონტზე დაწინაურდა.
„წარმატება იყო რობოტინის სამხრეთით და ვერბოვის დასავლეთით, ზაპოროჟიეს ოლქში. გასულ კვირას სამხრეთით დაახლოებით 1,5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს,“ - განაცხადა მალიარმა.