ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის  საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო, ხსენებულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.