უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს.
„რუსეთის ლიდერს არ აქვს ტრამპის მხარდაჭერის შანსი, რადგან „ეს არ არის ის, რასაც ძლიერი ამერიკელები აკეთებენ. ტრამპი არასოდეს დაუჭერს მხარს პუტინს,“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Economist-თან ინტერვიუში.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, თუ ის მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.