საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 31-ე კმ-ზე გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება,“ - აცხადებენ გზების დეპარტამეტში.