შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი რადიო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, მთავრობას, სხვა საკითხებთან ერთად, სურს იცოდეს, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შვედეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და რამდენად სწრაფად შეუძლია ქვეყანას ახალი Gripen-ის თვითმფრინავების მიღება და მან ამ საკითხი განხილვა, შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად მოსთხოვოს.
შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ შვედეთისგან Gripen-ის 16-18 თვითმფრინავს მიიღებს.
შეგახსენებთ, უკრაინას ნიდერლანდებმა და დანიამ დაუდასტურეს, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადაცემენ, როგორც კი უკრაინელი პილოტების მომზადება დასრულდება. თუმცა კიევმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია, შვედეთისგან Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში გასულ თვეში იმყოფებოდა.