ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ საზღვრებს რუსეთთან, აპირებენ, ამ კვირის ბოლოს განიხილონ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის განახლებული გაიდლაინი, რომელიც რუსული სანომრე ნიშნებით ავტომობილებს ევროკავშირში შესვლას კრძალავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ (Eesti 200) და აღნიშნა, რომ ესტონეთს სურს, ეს გაიდლაინი დაიცვას.
მინისტრის განმარტებით, ესტონეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
8 სექტემბერს, ევროკომისიამ გამოსცა ახალი გაიდლაინები (ბმული PDF-ზე) სანქციების აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება, რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანები ევროკავშირში არ დაუშვან. ეს აკრძალვა ეხება არამხოლოდ კერძო მანქანებს, არამედ, კომპანიის სატრანსპორტო ოპერაციებსაც. ამ სანქციების აღსრულება სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ მანქანებზე.