რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე ღამით განხორციელებულმა დარტყმამ რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა RBC-Ukraine-ს განუცხადა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.