უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის მზადება მომავალი ზამთრის გამოწვევების დასაძლევად ფინალურ ეტაპზეა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რუსულმა ძალებმა სცადეს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დაშლა მასიური დარტყმებით 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რამაც გამოიწვია ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობა მთელ ქვეყანაში.
შიმალმა თქვა, რომ გათბობის ქსელების 84%, ცენტრალური გათბობის სადგურების 78%, საცხოვრებელი კორპუსების 80%-ზე მეტი და სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების 86% მზად არის ზამთრისთვის და აღნიშნა, რომ „ეს მაჩვენებელი ერთ თვეში 100%-მდე უნდა ავიდეს.“
მთავრობა მიზნად ისახავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის 25 თბოელექტროსადგური და ცხრა ატომური ელექტროსადგური იყოს მზად.
პრემიერის თქმით, თბოელექტროენერგია უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას 4,5 გიგავატი სიმძლავრით უზრუნველყოფს, ბირთვული ენერგია კი, 7,8 გიგავატი იქნება.
35 ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებისთვის მზადააა ან შეკეთების პროცესშია, ისინი 2,3 გვტ ენერგიას უზრუნველყოფენ.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინა ორიენტირებულია „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე“, რივნის ატომური ელექტროსადგური ახლა იყენებს საწვავს ამერიკული კომპანია Westinghouse-დან, რომ „რუსული მონოპოლია“ შეწყვიტოს.
უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად. ამის შესახებ 13 სექტემბერს სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.