სპეცოპერაცია ოკუპირებულ ყირიმში - უკრაინა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ფლოტმა ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა („ტრიუმფი“) გაანადგურეს.

„წუხელ, SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია ევპატორიასთან - მათ გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა Triumf, რომლის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარი იყო“, - განუცხადეს უსაფრთხოების სამსახურში წყაროებმა უკრაინულ მედიას.


 

  • რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.