უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
„მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
ზუსტად როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის - ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას,“ – განაცხადა ზელენსკიმ.