სლოვაკეთმა რუსი დიპლომატის გაძევეების შესახებ განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის ელჩი და მოუწოდა საელჩოს, განახორციელოს თავისი საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად. მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
„მიზეზი არის მისი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არღვევდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, რომელიც საფუძვლიანად იყო დოკუმენტირებული სლოვაკეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ," - აცხადებენ სამინისტროში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუს დიპლომატს 48 საათი აქვს ქვეყნის დასატოვებლად.