ამერიკელი გენერლები, გრეგორი ანდერსონი და პატრიკ ელისი, სომხეთში Eagle Partner-ის წვრთნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
სწავლებაში დაახლოებით, 85 ამერიკელი ჯარისკაცი 175-მდე სომეხ ჯარისკაცთან ერთად მონაწილეობს.
„Eagle Partner-ის წვრთნები არის სომხეთთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის დადასტურება და ის ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში წარმატებულ სამშვიდობო და უსაფრთხოების თანამშრომლობას, თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა ქრისტინა ქვიენმა.
ასევე წაიკითხეთ: მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
„ჩვენი კავშირები სომხეთთან არის მრავალმხრივი და თანამშრომლობითი. აშშ მუდმივად უწევდა სამხედრო დახმარებას სომხეთს, განსაკუთრებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა და მშვიდობის დაცვა,“ - აღნიშნა თავის მხრივ გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.