დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო მოქალაქეებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

„თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელი და გეგმავთ გაერთიანებული სამეფოს გავლით, ტრანზიტულად მგზავრობას, გაითვალისწინეთ, რომ 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათიდან თქვენ გესაჭიროებათ პირდაპირ საჰაერო სატრანზიტო ვიზა (DATV). ეს წესი მოქმედებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან.


ამასთან, გათვალისწინებულია ტრანზიტით გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ოთხკვირიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც შეეხება მათ, ვინც მგზავრობა დაჯავშნა 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (BST) და ბრიტანეთში ჩაფრინდება 2023 წლის 6 ოქტომბრის 00:01 საათამდე (BST),“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში და დეტალებისთვის შემდეგ ბმულს უთითებს: https://www.gov.uk/transit-visa