გაერთიანებულმა სამეფომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა.
„ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და „ვაგნერის“ ჯგუფში გაწევრიანებას ან ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რომელიც, პოტენციური 14 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რომელიც შეიძლება გამოიტანოს ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად,“ - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში.