უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა ("Sea Baby") შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დაბომბა. გემი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის. თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. თანამოსაუბრე გამოცემასთან ამბობს, რომ დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან, რის შემდეგაც დაზიანებების გამო, სიჩქარე დაკარგა და ბუქსირით გადაიყვანეს სარემონტოდ.
Sea Baby შეტევაში გამოყენებული ექსპერიმენტული მოდელია, რომელსაც ქარიშხალში მოქმედება და მაღალ ტალღებში დამალვა შეუძლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შავ ზღვაში ექვსმა უკრაინულმა დრონმა სცადა თავდასხმა „სამუმზე“ და საპატრულო გემზე „სერგეი კოტოვზე“, მაგრამ ისინი ყველა განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ კი კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინა და გაანადგურა.
უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, იმავე დღეს უკრაინის დარტყმებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორი რუსული საპატრულო ხომალდი დააზიანა.