უკრაინა რუსულ ხომალდებზე უფრო მეტი დრონით თავდასხმის განხორციელებას შეძლებს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, წელს უკრაინის მიერ დრონების წარმოების მოცულობა 2022 წელთან შედარებით, 100-ჯერ გაიზარდა. ფედოროვის განცხადებით, უკრაინა ამოწმებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეების მოძებნა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და უპილოტო თვითმფრინავების მათკენ წარმართვა მაშინაც კი, თუ გარე კომუნიკაციები შეფერხებულია ელექტრონული ომის ზომების გამო.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ფედოროვმა გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმადაც, საზღვაო დრონი თავს ესხმის რუსულ ხომალდს.