გენერალი მილი: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ომის მიმდინაორებისთვის.


მილის თქმით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

„ექნება ამას უდიდესი მნიშვნელობა? - მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ! ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით და როდის მიეწოდება რუსეთს აღნიშნული საბრძოლო მასალა. არ მინდა შევამცირო იარაღით დახმარების მნიშვნელობა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უკრაინაში ომისთვის გადამწყვეტი იყოს," - განაცხადა გენერალმა.