ჰააგის სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინაში გენოციდის თავიდან აცილების შესახებ

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის კონვენციის საფუძველზე შეტანილი სარჩელის ირგვლივ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო მოსმენებს განაახლებს.

საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა.

უკრაინული მხარის განმარტებით, რომ მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს.


იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ.