Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 14-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია.
შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა.
გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა გახდა.