CNN: ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდება. ზელენსკის ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში 21 სექტემბერს ელოდებიან. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN იუწყება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკისთვის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მეორედ ჩადის.


ზელენსკი კონგრესში სიტყვით ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გამოვა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში უმასპინძლებს, რაც მანამდე მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა. ზელენსკის ვიზიტი დაიგეგმა იმ დროს, როდესაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი, 23 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. მისი დამტკიცების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში ამ ამასთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოებაა.