საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები,” - აღნიშნავს პრემიერი.