ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის განხილვას გეგმავს - Bloomberg

ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის განხილვის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

პაკეტის წარდგენას ოქტომბრის დასაწყისში ელოდებიან.


სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ტექნოლოგიების სფეროში და თხევადი გაზის აკრძალვის მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ასევე, სავარაუდოდ, ახალ პაკეტში იქნება ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა.