ნიდერლანდებში ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა. ნიდერლანდების მთავრობის სააგენტომ, რომელიც ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი.
კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თვითმფრინავის ნაწილების რუსეთში ექსპორტის მიზნით მუშაობა, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე.
ნიდერლანდების საგამოძიებო მედიაპლატფორმის თანახმად, ამ ნაწილების არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ტაჯიკეთის გავლით ექსპორტი ხდებოდა.
Follow the Money-მა გაარკვია, რომ კაცი თავდაცვის სამინისტროში 1990-იანი წლებიდან მუშაობდა, მაგრამ ახლა სამსახურიდან დაითხოვეს. ითვლება, რომ მის ასევე ეჭვმიტანილ ბიზნეს პარტნიორს არანაირი კავშირი არ აქვს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროსთან. 14 სექტემბერს ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა 60 დღით გაუგრძელდა. საქმეში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩართვის გამო, გამოძიებაში სამხედრო პოლიციაც მონაწილეობს.