დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემოიღეს.
ამ პერიოდის განმავლობაში 1300-ზე მეტ ადამიანს ეთქვა უარი ლიეტუვაში შესვლაზე, ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის (VSAT) ინფორმაციაში.
„ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ეს თითქმის განახევრდა,“ - განუცხადა VSAT-ის სპიკერმა გიდრიუს მიშუტისმა BNS-ს.
2022 წლის 19 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე ლიეტუვაში რუსეთის დაახლოებით, 496 666 მოქალაქე შევიდა. მათმა უმრავლესობამ - (326 859) ტრანზიტით ისარგებლა.
ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლის უფლება დართო რუსეთის 169 807 მოქალაქეს, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ფლობდნენ ლიეტუვაში ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის არიან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრები, სატვირთო მანქანების მძღოლები და გრძელვადიანი ეროვნული ვიზების მფლობელები.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.