ილონ მასკმა განაცხადა, რომ X, მანამდე ცნობილი როგორც Twitter-ი, აპირებს, რომ სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებლებისთვის მცირე ყოველთვიური გადასახადი დააწესოს, რათა „ბოტების დიდი არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს.“
Twitter-ის ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რომელსაც ახლა X Premium ჰქვია, ამჟამად აშშ-ში თვეში 8 დოლარი ღირს. მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა. წელს კომპანიას სახელი შეუცვალა და X დაარქვა.