საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.