ლატვია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რამშტაინის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის.

„ლატვია უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს უმთავრეს კრიტიკულ შესაძლებლობებს - დამატებით ნაღმტყორცნებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას,“ - განაცხადა სპრუდსმა.


ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლატვიის სამხედრო დახმარებამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს მიაღწია.