უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინული FPV დრონები ანადგურებენ სამ რუსულ ნავს დროებით ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საბრძოლო დავალება შეასრულა SBU-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრმა „A.' მოქმედებაშია უკრაინული წარმოების (Butsefal Kamikaze) დრონი კომპანია Eskadron-ისგან,“ - წერს ფედოროვი სოციალურ ქსელში.