TBC ბანკი: ვიყავით და ვრჩებით სანქციებთან შესაბამისობაში

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი - "თიბისი" არ აპირებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.


"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ ბანკში რადიო თავისუფლების ცნობით.

"თიბისი“ ბანკში პერსონალური მონაცემების დაცვის გამო რადიო თავისუფლებას ვერ ისაუბრეს, მოუწიათ თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა.

„საქართველოს ბანკშიც“ განაცხადეს, რომ სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან: „ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას.”