ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა.
„მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა. კარგი პროფესიონალია, დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ ბანკში", - განაცხადა თურნავამ.