არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დატოვების მიზეზი ამ ინსტიტუტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა.
„რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა.
კითხვას, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ნათია თურნავასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მესტვირიშვილი პასუხობს: „არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია," - ამბობს მესტვირიშვილი.
შეგახსენებთ, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.