უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისის ცნობით, „ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან.
„კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება,“ - აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ოტავაში ჯასტინ ტრუდო შეხვდება, რათა „დაადასტუროს კანადის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის სასტიკი აგრესიისგან“.
ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა.