ერევანში, საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 84 ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც.

ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა."