ქვეყნის სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბულგარეთის მთავრობამ ამერიკული წარმოების Stryker-ის საბრძოლო მანქანების შეძენა დაამტკიცა.
ამის შესახებ AP იტყობინება. ბულგარეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ბულგარეთში 183 Stryker-ის ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, საერთო ჯამში 1,5 მილიარდ დოლარად.
„პროექტის მიზანია, ბულგარეთმა მიაღწიოს NATO-ს მოკავშირეებთან თავსებადობას, ასევე, შეიძინოს და შეინარჩუნოს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები დამოუკიდებლად, ერთობლივ ოპერაციებში და კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, ასევე მონაწილეობა მიიღოს მოკავშირე ოპერაციებში. ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. ბულგარეთმა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დააჩქარა და საბჭოთა წარმოების მოძველებული იარაღის სისტემები ჩაანაცვლა.