დუდას თქმით, მარცვლეულის შესახებ დავა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ქალაქ პოზნანში უკრაინის აღდგენის შესახებ გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებულ დავას უკრაინასთან ურთიერთობებზე სერიოზული გავლენა არ ექნება. 


დუდამ პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული დავა უმნიშვნელოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთის ბაზრისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების შესახებ დავა უმნიშვნელოა პოლონეთ-უკრაინის ზოგად ურთიერთობებში. არ მჯერა, რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სამომავლო ურთიერთობებზე. ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან საუბრით უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.