კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.

უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული და იგი მოიცავს 50 ჯავშანმანქანას, მათ შორის სამედიცინო ევაკუაციის მანქანებს, რომლებიც კანადაში იწარმოება.


ასევე, მასში შედის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის.

ტრიუდომ სიტყვით გამოსვლისას შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი სიმამაცისთვის და დაამატა, რომ უკრაინა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს იცავს.“