უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დიდ ინვესტიციას დებს ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რათა გაიყოს ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.
შესაბამის შეკითხვას ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. მე მესმის, რომ რუსეთი მუშაობს აბსოლუტურად ყველგან დეზინფორმაციით და მისი ნარატივებით – მათი სამიზნეა ფართო საზოგადოება, ცალკე – პოლიტიკოსები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა პარტია და ა.შ. ისინი აწარმოებენ მძლავრ ოპერაციებს, დებენ მილიარდობოთ ინვესტიციას ევროპის გასაყოფად, აშშ-ის დასაყოფად, მსოფლიოს დასაყოფად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით კანადაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ.