აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრის თემა ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები იყო.
„ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სკითხის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთისა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას,“ -წერს ბლინკენი Twitter-ზე.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას და უზრუნველყოს მისი ძალების დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან,“ - წერია თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.