რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, 24 სექტემბერს, დრონი რუსეთის ქალაქ კურსკში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა.
„უკრაინსკა პრავდასა“და UNIAN-ისა და ცნობით, უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) შენობას შეეჯახა.
„უკრაინსკა პრავდა“ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ეს უკრაინული ოპერაცია იყო. უკრაინის მთავრობას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.