თეგი: FSB
CNN: როგორ ნადირობს რუსეთის უშიშროების სამსახური ახალგაზრდა აქტივისტებზე, რათა ისინი ჯაშუშებად აქციოს
როგორ ნადირობს რუსეთის უშიშროების სამსახური ახალგაზრდა აქტივისტებზე, რათა ისინი ინფორმატორებად აქციოს, ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა და წერს მიხაილ სოკოლოვზე, რომელიც გამოცემის ცნობით, ახლა ამსტერდამში იმყოფება და თავშესაფარს ითხოვს. მიხაილ სოკოლოვი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოსკოვისთვის მუშაობდა და საკუთარ კოლეგებს უთვალთვალებდა. სტუდენტობიდან ჯაშუშობამდე სოკოლოვი იხსენებს, როგორ აარიდა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურს. „დამიბარეს შეხვედრაზე, სადაც FSB-ს ოფიცერი დამხვდა. ოფიცერმა მითხრა, რომ არჩევანის საშუალებას მომცემდნენ: უნდა დავთანხმებულიყავი თანამშრომლობაზე ან ციხეში წავსულიყავი ორი წლით“. სოკოლოვი ამბობს, რომ მას ეშინოდა ციხის, სადაც ძალადობის შესახებ ბრალდებები ხშირია და გადაწყვიტა, რომ FSB-ს წინადადებაზე დათანხმება იყო მისთვის ერთადერთი გამოსავალი. სოკოლოვი ამბობს, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა გაგზავნეს საქართველში, რათა შეეღწია მზარდ რუსულ დიასპორაში, რომლის წარმომადგენლებმაც რუსეთში რეპრესიებს აარიდეს თავი. „მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახური ამერიკული CIA-ს ხელმძღვანელობით იბირებს რუსული ოპოზიციის წევრებს“, - ამბობს სოკოლოვი და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კვლავ ვერ დაინახა. CNN კიდევ ერთ აგენტზე წერს. მისი ინფორმაციით, ვსევოლდ ოსიპოვი სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც ჯაშუშობას დათანხმდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში, ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დააკავეს. „სხვადასხვა დავალება მქონდა. მიწევდა კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა, გაცნობა. მაგალითად,მათ შორის იოყ რუსი ოპოზიციონერი იაროსლავ კონვეი და საქართველოში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მთავარი კოორდინატორი ანტონ მიხალჩუკი“, - ამბობს ოსიპოვი.
მედია: რუსეთში, კურსკში, FSB-ს შენობას დრონი შეეჯახა
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, 24 სექტემბერს, დრონი რუსეთის ქალაქ კურსკში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა. „უკრაინსკა პრავდასა“და UNIAN-ისა და ცნობით, უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) შენობას შეეჯახა. „უკრაინსკა პრავდა“ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ეს უკრაინული ოპერაცია იყო. უკრაინის მთავრობას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
FSB-ს სამი ოფიცერი 5 მლრდ რუბლის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხუთი მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება FSB-ს ოფიცრების, ალექსეი ცარიოვის, სერგეი მანიუშკინისა და ალექსანდრ უშაკოვის მიმართ მიმდინარეობს. ინფორმააციას კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამივე ბრალდებული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) სამმართველო „М“-ში მსახურობდა. მისი თანამშრომლები ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებულნი. ალექსანდრ უშაკოვი დაპატიმრებულია, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სერგეი მანიშკინი და ალექსეი ცარიოვი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თანამზრახველების შესახებ ჩვენებები მისცეს.