კრემლის წყარო ირწმუნება, რომ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე მისცა ვადა, ფრონტზე არსებული ვითარება გააუმჯობესოს, შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა და რუსეთის ძალებს დაუბრუნოს ინიციატივა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.
ანალიტიკოსების თქმით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს შეიძლება, მიუთითებდეს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ შესაძლოა, დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანება გასცეს, თუნდაც ამით რუსეთის სამხედროებს მაღალი ფასის გადახდა მოუწიოთ.
ISW-ის ანალიზში აღნიშნულია, რომ პუტინმა პირველად, უკრაინის კონტრშეტევის დაწყება 9 ივნისს აღიარა. „პუტინი და კრემლი რუსეთის თავდაცვით ოპერაციებს მთავარ ბრძოლის ველზე გამარჯვებად ასაღებენ და რუსეთის მუდმივი კონტრშეტევები საშუალებას აძლევს, კრემლს გამოაცხადოს ეს ოპერაციები, როგორც ინდივიდუალური გამარჯვებები, წინსვლის ზოგადი ნაკლებობის ფონზე,“ - ნათქვამია ანგარიშში.