რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა

რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. მანამდე ცნობილი იყო რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ.“ 21 სექტემბერს დამტკიცებული დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა „აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ექსპორტირებულ საქონელს“.

თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“ არაერთხელ განუცხადებიათ. დეფიციტის მიზეზებს შორის იყო „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი.“

წყარო