13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ანექსირებულ სევასტპოლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ დააზიანეს. 22 სექტემბერს კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმისას დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური.
რაც შეეხება სადესანტო ხომალდ "მინსკს", იმის გამო, რომ ის მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, გემზე პერსონალი იყო და ოკუპანტების დანაკარგმა 62-ს მიაღწია.
„განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრაზმის სპეცოპერაციისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების შედეგად. იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი „მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა. დანაკარგმა 62 ოკუპანტი შეადგინა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია,“ - წერია ინფორმაციაში.