უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული გაზის მარაგი იზრდება. 2023 წელს „ნაფტოგაზმა“ რეკორდული რაოდენობის ჭაბურღილი აამოქმედა. ჩვენ ამ ტენდენციას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ამ ზამთარს ვგეგმავთ საკუთარი გაზით გავათბოთ უკრაინა და ჩვენი გათვლები ამ შესაძლებლობას ადასტურებს,“ – ამბობს ეროვნული სააქციო საზოგადოება „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი, ოლექსი ჩერნიშოვი.
სს UkrGasVydobuvannya (UGV) 2023 წელს ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდას 1 მილიარდი კუბური მეტრით, 13,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას ისახავს მიზნად. კომპანიამ 2022 წელს აწარმოა 12,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი (კომერციული საჭიროებისთვის), 3%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს.