პარლამენტში კიდევ ერთი, რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი - სახელწოდებით “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შეიქმნება.
აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს ორი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ქმნიან, რომელთაც ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს.
პოლიტიკურ ჯგუფს მაჭუტაძე უხელმძღვანელებს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა ფრაქციათაც ჩამოყალიბდეს, რაზეც ოპოზიციის რიგ წევრებთან კონსულტაციებს მართავენ.
პოლიტიკური ჯგუფის “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის საკითხს, 26 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.